გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ-ის ინიციატივა - შეიქმნას ცერცვაძის საქმეზე საგამოძიებო კომისია

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა დღეს პარლამენტს ინიციატივა წარუდგინა, რომელიც ცერცვაძის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს. "ყველანი საქმის კურსში ვართ რამხელა ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ ცერცვაძე გათავისუფლებულიყო. ის, რომ დღეს ცერცვაძე პატიმრობაში არ იმყოფება, ოპოზიციის აქტივობის შედეგია და არა ხელისუფლების. რეალურად, ჩვენ, ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს თუ რატომ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც განვითარდება და ვფიქრობ უპრიანი იქნება საქართველოს პარლამენტის დაინტერესდეს ამით. პარლამენტმა უნდა გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და რეგლამენტის 55-ე მუხლის მე2 პუნქტის შესაბამისად, შემქნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საქმის ყველა დეტალებს. ვფიქრობ ესაა ინიციატივა, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროს ყველა საპარლამენტო პოლიტიკურმა ძალამ. მინდა გთხოვოთ ამ ინიციატივის მხარდაჭერა, რითაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შევისწავლოთ ეს საკითხი. ეს იყო ერთი შემთხვევა და საჭიროა პრევენცია, რომ მომავალშიც არ განმეორდეს."