გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ-ის წარმომადგენლებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს საჩუქარი გადასცეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას განაგრძობენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ექიმებს კორონორავირუსთან ბრძოლაში სპეციალურ თავდაცვით აღჭურვილობას ურიგებენ.

ზუგდიდის ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძემ და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალი მოინახულეს და პრეზიდენტ სააკაშვილის საჩუქარი პირადად გადასცეს.