გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ეკა ხერხეულიძე: ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ ურყევია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და ევროატლანტიკური საბჭოსკენ ურყევია, სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ კარასინის განცხადებას მკაფიო გზავნილი უნდა შეაგებოს. „ყველაფერი აზრს კარგავს, როცა მტრულად განწყობილი ქვეყნის ოფიციალური პირი ბედავს და სუვერენულ სახელმწიფოს სამოქმედო გეგმას უდგენს. პუტინმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მისთვის ჩვეული ცინიზმით განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პრობლემები არჩევნების დასრულების შემდეგ მოგვარდებოდა. იგივე რიტორიკას კარასინი აგრძელდებს, რომელსაც ოფიციალური სტატუსი დღევანდელმა საქართველოს ხელისუფლებამ მიანიჭა. მათ თავად მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპანტ ქვეყანას, რომ გველაპრაკოს როგორც ბატონი ყმას. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში პროცესების წამყვანი რუსეთია, ხოლო საქართველო ნომინალური ფუნქციების მქონე. კარასინს და მის სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში, შევახსენებ, რომ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და ევროატლანტიკური საბჭოსკენ ურყევია. ჩვენი ქვეყნის მომავალი რუსულ ორბიტაზე არასდროს დაბრუნდება. ხელისუფლების მოვალეობაა მკაფიო გზავნილი შეაგებოს კარასინის თავხედურ განცხადებას, რადგან ჩვენი ხალხის არჩევანი თავისუფლებაზე გადის და არა მონობაზე."