ვიდეო გალერეა
დავით კირკიტაძე ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძე და პარტიის წევრი რომეო ფარულავა ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ავტობანის შეჩერება ფონიჭალის მცხოვრებლებს დააბრალა. სინამდვილეში კი, ისინი მზად არიან, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ, ხელისუფლებამ ელემენტარული პირობები დაუკმაყოფილონ.