გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

დავით დარჩიაშვილის შეკითხვა

დავით დარჩიაშვილი: „თქვენ იცით, რომ ახალი ტექსტი გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის სახელით პროექტი ითვალისწინებს ე.წ ინტერფრაქციულ შეთანხმებას. ბატონი თედო ჯაფარიძე არის ერთ-ერთი ავტორი თუ ერთადერთი არა. იქ არის მთელი რიგი ისეთი საკითხები, რაც ჩვენთვის კითხვების აღმძვრელია. მაგალითად, პირველ პუნქტში წერია, რომ ეროვნული ინტერესი და საერთაშორისო ვალდებულებები უნდა დაბალანდსეს, მიგაჩნიათ, რომ ეს განსხვავებული რამ საქართველოსთვის შეიძლება იყოს საერთაშორისო ვალდებულება და ეროვნული ინეტერესი? მეშვიდე პუნქტში საუბარია, რომ თუკი არსებობს რეგიონალური დაპირისპირება საქართველომ არ უნდა ითამაშოს სტრატეგიული მოთამაშის როლი. თქვენ ნამდვილად ეთანხმებით რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს სტრატეგიული მოთამაშის როლი? თუკი რამ ხდება, ან თუნდაც არ ხდება და საქართველო რაღაც პროვინციულ პერიფერიულ ნაწილად უნდა იყოს ქცეული, მაშინ ვისი? მეცხრე პუნქტში საუბარია, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების საკითხთა ნუსხაში. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მაშინ ისეთ საკთხებზე, როგორიცაა დეოკუპაცია, არაღიარება საქართველო პირისპირ რჩება რუსეთთან. თუკი დაპირისპირების ნუსხიდან, კამათის თემებიდან შტატებსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხი ამოღებული იქნა."