გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

დავით დარჩიაშვილი: ამ ყველაფერში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ დავით დარჩიაშვილის განცხადებით, მანამ, სანამ გამოძიებული არ იქნება ვინაა გავრცელებული ვიდეო კადრების შემქმნელი და გამავრცელებელი, ამ ყველაფერში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. „ბევრმა ისაუბრა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებზე და ისმის ბრალდებები. ცილისწამებები. მინდა ვთქვა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არაა და პირადი ცხოვრებაში ჩარევა ხდებოდა. სპეცსამსახური რომ ასეთი რამით კავდებიან, ესეც ყველა ქვეყნის რეალობაა, ამიტომაცაა ლაპარაკი მის რეფორმირებაზე და არა გაუქმებაზე. მაგრამ განსხვავება არის იმაში, თუ როგორც ხდება ამ კადრების გამოყენება. დღეს ჩვენ საქმე გვაქვს შანტაჟთან. სანამ თქვენ, უმრავლესობა და მთავრობა არ დაამტკიცებთ ვინმე იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს მსგავსი შანტაჟით დაკავებული, მანამ თქვენი ასეთი ტიპის ცილისმწამებლური განცხადებები ამ მორალურ ტერორში მონაწილეობაა. სანამ ამ ყველაფერს პასუხი არ გაეცემა, ეს ხელისუფლების პასუხსიმგებლობაა.“