გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ჩვენმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა გამოსავალი არ არსებობს

რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება - ''შეერთებული შტატების გაძლიერება და წინააღმდეგობა გლობალურ საფრთხეებთან''. ეს დოკუმენტი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, მთლიანად ქართულ ოცნებას მტკიცედ აყენებს პუტინის მოკავშირეების რიცხვში, რომელიც საქართველოს დესტაბიპიზაციას ახდენს.

რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტი შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 147 რესპუბლიკელი კონგრესმენისგან შედგება, კიდევ უფრო მეტი, ამ ყველაზე მძლავრი იდეოლოგიური და ორგანიზაციული გაერთიანების ჯგუფის წევრია აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები ბატონი დიკ ჩეინი და ბატონი დეინ კუელი, ოთხი რესპუბლიკელი სენატორი - ბატონები პეტ ტუმი, რიჩარდ ბარი, ჯონ ბუზმანი და როჯერ ვიკერი. ამ კომიტეტმა დაავალა თავის 13 წევრს ანგარიშის წარდგენა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას და ოლიგარქს ადგილი პუტინის მოკავშირეებში მიუჩინა.

აუცილებელია, მოკლედ დავასახელოთ ამ ანგარიშის ზოგიერთი მთავარი პუნქტი: ქართული ოცნების უნიჭო და დამანგრეველი მმართველობის შედეგად, საქართველო აღმოჩნდა გზაგასაყარზე - ერთი გზა ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ, ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებისკენ, დამოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო შექმნისკენ, სადაც უზრუნველყოფილია მოქალაქის კეთილდღეობა და ადამიანის უფლებები; მეორე გზა იმ უფსკრულისკენ მიდის, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური დომინირება ჰქვია და საითაც ქართული ოცნების ხელისუფლება უკვე 8 წელია საქართველოს მიაქანებს.

ჩვენმა მთავარმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა მათთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს, ხოლო საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური ვალდებულებაა ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გაისტუმრონ ისტორიის სანაგვე ყუთში.