გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

"აფხაზთა კრება" და "სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატი სერგო რატიანის მხარდასაჭერად

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო რატიანს, "აფხაზთა კრების" თავმჯდომარემ და პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატმა მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს.
როგორც დევნილებთან გამართულ შეხვედრაზე მალხაზ პატარაიამ და ჯონი კვარაცხელიამ აღნიშნეს, მნიშვნელოვანია "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლოს. ასევე, მათ ხაზი გაუსვეს ნაციონალური მოძრაობის, როგორც პროდასავლური პარტიის მნიშვნელობას და დევნილებს რატიანის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.