გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

აფხაზეთიდან დევნილმა ოჯახებმა აქცია გამართეს

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები კუთვნილი ბინების გადაცემას ითხოვენ. იძულებით გადაადგილებულები ამ მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უკვე 26 წელია ელოდებიან საცხოვრებელ ფართებს, თუმცა უშედეგოდ. ენმ გეგმავს დევნილთა პრობლემების პარლამენტში გაჟღერებას და საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე იქნება დაბარებული.