გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ალეკო ჩაფიჩაძე გლდანულას მოსახლეობას შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ჩაფიჩაძე გლდანულას მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივებს ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და ინფრასტრუქტურული პროექტების არარსებობა აწუხებთ. ასევე, მოსახლეობა  ბავშვებისთვის სპორტული მოედნის მშენებლობის დასრულებას ითხოვს, რომელიც რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და ახლა შეჩერებულია. ალეკო ჩაფიჩაძემ ადგილობრივებს პარტიის პროგრამა და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის განხორციელებასაც იგი გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. ასევე, ამომრჩევლებს  ყველა იმ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, რომელიც მათ აწუხებთ.