გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

აბესაძე:ხელისუფლებამ, არჩევნებისთვის მზადების ნაცვლად, საარჩევნო ხმების მანიპულირებისთვის მზადება დაიწყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებამ, არჩევნებისთვის მზადების ნაცვლად, საარჩევნო ხმების მანიპულირებისთვის და არჩევნების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო. „ხელისუფლებამ საარჩევნო ხმების მანიპულირებისა და არჩევნების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 23 ივნისს გამოსცა ბრძანება, რომელმაც გაამარტივა იმ ადამიანებისთვის მოქალაქეობის დადგენა და საარჩევნო სიებში ჩასმის საკითხი, რომლებთაც აქამდე პირადობის მოწმობა ან პასპორტი არ მიუღიათ. კერძოდ, მოქმედი წესის შესაბამისად, ადმაიანს, რომელმაც 91 წლამდე ან შემდგომ დატოვა საქართველოს ტერიტორია, განცხადებით უნდა მიემართა საქართველოს ხელისუფლებისთვის წარედგინა დოკუმენტაცია, რომლითაც ადასტურებდა საქართველოს მოქალაქეობის დადგენისთვის აუცილბელენ ფაქტობრივ გარემოებებს და შედმეგომ მიცემოდა მას პირადობის დოკუმენტი. ახლა კი, თვითმმართველობის ორგნოებს უფლება მიენიჭათ მოქალაქის განცხადების გარეშე თავად იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე და თავად გამგეობის რწმუნებულის მიერ მოტანილი ინფორმაციის სფუძველზე გასცენ პირადობის მოწმობები. მოქმედი საარჩევნო კოდექსით ასეთი ადამიანების სიაში ჩამატება შესაძლებელია არაუგვიანეს არჩევნებამდე 11 დღისა, ანუ შესაძლებელია ჩვენ ათასობით ახალი ამომრჩეველი მივიღოთ, ისე რომ საარჩევნო სუბიექტებს ცოტა დრო ექნებათ პროცესის ობიექტურობის გადასამოწმებლად. „- განაცხადა აბესაძემ. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას თქმით კი, თეა წულუკიანის ეს ბრძანება ახალი ამომრჩევლის შემქნას ემსახურება, რადგან ივანიშვილის მთავრობა მიხვდა არსებული ამომრჩევლით არჩევნები წაგებული აქვს.