გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

45 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

45 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლებით და მოიქცეს ისე, როგორც სხვა პრეცენდენტების დროს, როცა ევროპულმა სასამართლომ პირის პატიმრობასთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.

აღნიშნულის თაობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

„საქართველო შედის ძალიან მნიშვნელოვან წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის დაკვირვების საგანი. გუშინ სწორედ ამ კონტექსტში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია, რომელსაც ხელი 45 ევოპელმა პოლიტიკოსმა მოაწორა. მათ საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლებით და მოიქცეს ისე, როგორც სხვა პრეცენდენტების დროს, როცა ევროპულმა სასამართლომ პირის პატიმრობასთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. მხედველობაში მაქვს ევროსასამართლოს გადაწტყვეტილება ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი პოლიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ და ფაქტობრივად მთელ ევროპულ პოლიტიკურ სპექტრს ფარავენ.

იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება და პრეზიდენტი ყურდღებით მოეკიდებიან ამ გზავნილს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ევროპის საბჭო ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც ადგენს თუ როგორ სრულდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტები“ - განაცხადა სამადაშვილმა.