მედია

ახალი ამბები

ხელისუფლება ბოლნისის რაიონში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას ცდილობს

"ქართული ოცნება" ცდილობს ბოლნისის რაიონში საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბოს“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიიციის "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელმა სამირა ისმაილოვამ ისაუბრა."თამარ ჟვანია არის "ქართული ოცნების" ინტერესების გამტარებელი, რაც გამოჩნდა არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით და ამის მაგალითები არსებობს. კერძოდ, იმის თუ როგორ ატარებენ "ქართული ოცნების" ინტერესებს რაიონების დონეზე, ადგილზე აკომპლექტებენ საოლქო კომისიებს. დღეს ვსაუბრობ ბოლნისის შემთხვევაზე, როგორ იგებენ ტენდერებს და როგორ იყენებენ თავიანთ პოზიციებს ის ადამიანები,რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სამსახურებში.ისინი სწორედ იმიტომ არიან წარმოდგენილები ბოლნისის საარჩევნო კომისიაში, რომ დაიცვან "ქართული ოცნების" ინტერესები. მაგალითად, ბოლნისის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივი წევრია ვიქტორ ისიანი,რომლის მეუღლეც ფიქრია მიქელაძე ფლობს კომპანიას "THE BEST GOOD"-ს. ეს ქალბატონი კომპანიის დამფუძნებელი და 100%-ის მეწილეა. აღნიშნული კომპანია დაფუძნდა 2013 წელს, წინა საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამ ქალბატონის კომპანია მონაწილეობს მუდმივად ადგილობრივ ტენდერებში და ბოლნისის მუნტიციპალიტეტიდან დაფინანსებას იღებს სხვადასხვა საქმიანობისათვის.ჩვენ რეესტრიდან ამოვიღეთ ის ტენდერები, რომელიც მას აქვს მოგებული. საუბარია გამარტივებულ შესყიდვაზე, პირდაპირი ხელშეკრულებით აძლევენ მას ტენდერებს და ჯამში ბოლო წლების განმავლობაში მოგებული ტედერები შეადგენს 98 947 ლარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" აფინანსებს ამ კომპანიებს და შემდეგ ოჯახის წევრები, რომლებიც წარმოდგენილები არიან ადგილობრივ ოლქებში, არიან არჩევნების გამყალბებლები ბოლნისის რაიონში.ასევე ბოლნისის მერიის სოციალურ სამსახურში დასაქმებულია მანანა კობახიძე, რომელსაც პირდაპირ წვდომა აქვს ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანზე. ეს პირველი არჩევნები არ არის, როდესაც კობახიძე პირდაპირ ზეწოლას ახდენს იმ ოჯახებზე, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.ეს ადამიანი საარჩევნო ოლქში კომისიის წევრადაა წარმოდგენილი.გარდა ამისა, მუნიცილაპიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია შმაგი სვანიძე, რომელიც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან და ადგილობრივ დეპუტატებთან დაახლოებული პირია. ესენი არიან ის მთავარი პირები, რომლებიც ატარებენ ბოლნისში არჩევნებს და სააყრდენი არიან "ქართული ოცნების",- განაცხადა სამირა ისმაილოვამ.

ეროვნული გამოცდები დაიწყო, პრემიერის ბრძანებით კი საგამოცდო ცენტრებისთვის კონდენციონერების შესყიდვა 20 კალენდარულ დღეში უნდა მოხდეს

პრემიერ-მინისტრის 29 ივნისის ბრძანების საფუძველზე, საგამოცდო ცენტრმა გამარტივებული შესყიდვის წესით ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მათ 20 კალენდარულ დღეში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2 მილიონი ლარის ღირებულების კონდენციონერები უნდა შეისყიდონ. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა. „ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე   გვითხრეს, რომ  საგამოცდო ცენტრებში კონდენციონერების დამონტაჟება ვერ მოხერხდებოდა’ რომ ხმაურიდან გამომდინარე ეს აბიტურიენტებისთვის კარგი არ იქნებოდა. თუმცა,  ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო კონდენციონერების შესაძენად. ეს არის პრემიერის ბრძანება, რომელიც 29 ივნისით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის თანახმად კონდენციონერების შესაძენად 20 კალენდარული დღეს მითითებულკი, თუმცა გამოცდები დღეს დაიწყო და ამ ვადაში ფაქტობრივად დასრულებული იქნება. ანუ, დახარჯავენ 2 მილიონს, იყიდიან 900 კონდენციონერს, მაგრამ რისთვის გამოიყენებენ გაურკვეველია. ფაქტობრივად, ეს თანხა იფლანგება. მნიშვნელოვანია ამას პრემიერმა გასცეს პასუხი, რადგან სწორედ მისი ბრძანებით ხდება ამ კონდენციონერების შესყიდვა.“

Pages