მედია

ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ეკონომიკის შენელებით და უმუშევრობის სწრაფი ზრდით შეშფოთებულია

18.06.2013 თბილისი         ეკონომიკის დაღმასვლის კიდევ ერთი უტყუარი სიმპტომია საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მზარდი შემცირება, რასაც სტატისტიკის დეპარტამენტიც ადასტურებს. საყურადღებოა, რომ მაისის თვეში შემცირებულია როგორც იმპორტი ასევე ექსპორტი. მთავრობის მიერ ეკონომიკის სფეროში ზედიზედ დაშვებული შეცდომების, არასწორი ნაბიჯების და ოპოზიციის დევნით გამოწვეული არასტაბილურობის განცდის გამო საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სტაგნაციას რასაც მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. სტატისტიკის დეპარტამენტისვე მონაცემებით, მხოლოდ 2013 წლის პირკველ კვარტალში სამსახური დაკარგა 42,000 ადამიანმა. ამ მონაცემში არ შედის ათეულ ათასობით ადამიანი რომელთაც ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების გამო სამუშაო ფაქტობრივად დაკარგეს და ხელფასს აღარ იღებენ. სამწუხაროდ, ტენდენცია ღრმავდება და 2013 წლის აპრილი - მაისის ეკონომიკური მონაცემები კიდევ უფრო უარყოფითია, რის შედეგადაც ყოველდღიურად იკარგება ასობით სამუშაო ადგილი. „ეკონომიკის შენელება ბუნებრივად იწვევს ბიუჯეტის შევსების მწვავე პრობლემას. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტს 80 მილიონი ლარი დააკლდა. თუ ნეგატიური პროცესები იგივე ტემპით გაგრძელდა, სახელმწიფო დადგება არა მხოლოდ უმუშევრობის კიდევ უფრო მეტი ზრდის, არამედ საკუთარი ვალდებულებების ვერშესრულების საფრთხის წინაშე,” განაცხადა პარლამენტის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ვაშაძემ. „ავტორიტეტულმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, FITCH და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ერთმანეთის მიყოლებით შეამციერეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და გააკრიტიკეს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა. ეს ყველაფერი ნდობას უკარგავს ინვესტორებს რის გამოც საქართველოს ეკონომიკაში ფულს პრაქტიკულად აღარავინ დებს. უკვე აღარავის სჯერა ივანიშვილის მიერ წლის ბოლომდე შეპირებული 60 ქარხნის გახსნა, რომელიც უბრალოდ ტყუილი დაპირება აღმოჩნდა” დასძინა მან.   ვაშაძის შეფასებით, ეკონომიკური ვარდნას ძირითადად სამი მიზეზი განაპირობებს: რეგულაციების გამკაცრების მოლოდინი, ახალი შრომის კოდექსი და ზოგადად პარლამენტართა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაუთვლელი განცხადებები სხვადასხვა აკრძალვებისა თუ დაუგეგმავი ცვლილებების შესახებ.   იხილეთ თანდართული დოკუმენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერის საშუალებით გამოავლენს

17.06.2013 თბილისი        მიუხედავად ხელისუფლების მიერ დეკლარირებული რეპრესიების პოლიტიკისა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც პარტიამ რომელიც განიცდის განახლებისა, ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის მნიშვნელოვან პროცესს გადაწყვიტა საპრეზიდენტო კანდიდატი პარტიული არჩევნების, პრაიმერის შედეგად გამოავლინოს.   ამ გადაწყვეტილების შესახებ საპარლამენტო უმცირესობის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ 17 ივნისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.   „სწორედ იმის საჩვენებლად რომ პარტიის გენერალური მდივნის დაპატიმრება არ ნიშნავს პარტიული სტრუქტურების ნგრევას და რომ ჩვენი პარტია არა მხოლოდ რჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად, არამედ დღითი დღე იკრებს ძალას, ჩვენ გადავწყვიტეთ არ შევცვალოთ გეგმა და ჩავატაროთ პრაიმერი,”განაცხადა ბაქრაძე.   „ეს არის გზა რომლითაც გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით მიიღებს არა ერთი და ორი პიროვნება, არამედ გზა რომლითაც გადაწყვეტილებას ერთიანობაში მიიღებს მთელი პარტია, მისი ყველა წევრი და მხარდამჭერები, ისევე როგორც ის მოქალაქეები ვისაც სურვილი ექნება ჩაერთოს ამ პროცესში,” დასძინა მან.   პრაიმერის ფარგებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამართავს რამდენიმე რეგიონულ კონფერენციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ამ კონფერენციებზე გაიმართება მოდერირებული თემატური დებატები კანდიდატებს შორის სადაც ფართე საზოგადოებას ექნება კითხვების შერჩევის საშუალება. ამის შემდეგ მოხდება კენჭისყრის საშალებით კონკრეტულ დებატზე გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის შესაძლებელი იქნება ინტერნეტით და ამ გზით ხმის მიცემა.   „ჩვენი სურვილია ქართულ პოლიტიკაში დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი, სტანდარტი იმისა რომ კანდიდატის შერჩევა მოხდეს ფაქტიურად მთელი საზოგადოების მიერ, რომელსაც ყველა ეტაპზე ექნება ჩართულობის სრული შესაძლებლობა,” აღნიშნა ბაქრაძემ. მან ასევე იმედი გამოთქვა რომ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაც.   პრაიმერის პროცესი ივნისის ბოლოს დაიწყება და ერთ თვეს გასტანს.    

Pages