მედია

ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება ქ. ქუთაისის მერიაში მოსალოდნელი მასიური დათხოვნების გამო

17 ივნისი 2013წ. თბილისი ქვეყნის უმრავლეს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების სარასაარჩევნო გზით ხელში ჩაგდების შემდეგ, ქართული ოცნება ქ. ქუთაისის მერიაში პოლიტიკური ნიშნით მასიურ დათხოვნებს გეგმავს. 17 მაისს, ქ. ქუთაისის საკრებულომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ,,ქალაქ ქუთაისის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ”. იმავე დღეს, მერიის სამსახურებისა და ტერირიულ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს  ჩააბარეს გაფრთხილება, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მოხდეს მათი სამსახურიდან დათხოვნა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან დათხოვნა ხდება „ქართული ოცნების“ მიერ ბიუროკრატიის ზოგადი ზრდის ფონზე. ქუთაისის შემთხვევაში, 5 ივნისს დაინიშნა ახალი მერი, დიმიტრი კოპალიანი. სულ რაღაც ერთ კვირაში კი, 12 ივნისს საკრებულომ დაამტკიცა საქალაქო სამსახურების ახალი სტრუქტურა, რომლის თანახმადაც მათი რაოდენობა გაიზარდა 17-დან 19-მდე, ხოლო არსებულებს შეეცვალათ (თუმცა არ შეცვლიათ ფუნქციები) სახელწოდება, რაც თანამშრომელთა მასიურ დათხოვნას გააადვილებს. გაიზარდა სამსახურებში განყოფილებების რაოდენობაც. „აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიაში მიმდინარე უსამართლო პროცესები მიმდინარეობს „ქართული ონების“ მიერ ბიუროკრატიის ზოგადი ზრდისა და ნეპოტიზმის არნახული აყვავების ფონზე, რამაც ფაქტობრივად, წალეკა სახელმწიფო აპარატი. მაშინ, როცა ეკონომიკა განიცდის შენელებას და ხალხი ყოველდღიურად კარგავს სამსახურს, ბიუროკრატიის ზრდა ეკონომიკას კიდევ უფრო შეანელებს. ეს ეკონომიკის ზოგადი კანონია“,  –  განაცხადა პარლამენტის წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან"  გიორგი ვაშაძემ. 1–ლი ოქტომრბის არჩევნების შემდეგ, 75 მუნიციპალიტეტიდან ძალადობრივი გზით, რაც ხშირად მოიცავდა პირდაპირ ზეწოლას, შანტაჟსა და მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული ბრბოების მიერ შენობების უკანონო დაკავებასაც შეიცვალა 50 გამგებელი და 25 საკრებულოს თავმჯდომარე. „ჩვენ უკვე ვიმსჯელოთ როგორ ხალხს აიყვანენ დათხოვნილთა ნაცვლად. 50 მუნიციპალიტეტიდან დათხოვნილი 2,000 ადამიანის სანაცვლოდ სამსახურში აყვანისას მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში ჩატარდა კონკურსი. ეს კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი მთავრობის საკადრო პოლიტიკის ერთადერთი კრიტერიუმი ნაცნობ-მეგობრობა და ნათესაობაა”, – აღნიშნა ვაშაძემ. ამ დრომდე მერიის სტრუქტურულ ერთეულებში 700-მდე ადამიანია დასაქმებული.

ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი News.Ge–ს პრესკლუბში

2013 წლის 17 ივნისითემა: ჯანმრთელობის დაზღვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რის შესახებაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დიდი ხანია საუბრობდა, კერძოდ: - რადგან სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქეების სადაზღვევო შემთხვევების მართვა სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაიბარა, სადაზღვევო კომპანიები სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგებიან. თუკი გადარჩნენ, კერძო სადაზღვევო კომპანიები სადაზღვევო პაკეტებს გაცილებით ძვირად გაყიდიან, ვიდრე დღეს ყიდიან. შესაბამისად, კერძო დაზღვევის ყიდვას შეძლებს არა დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი, არამედ გაცილებით ნაკლები. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტს კიდევ უფრო მეტი ადამიანის ხარჯი დააწვება, ვიდრე დღეს გაცხადებული 2,2 მილიონი მოქალაქეა. იმავდროულად, 2.2 მილიონ მოქალაქეს ეცოდინება, რომ იგი დაზღვეულია და, შესაძლებლობაც რომ ჰქონდეს, ჯანმრთელობის დაზღვევას თავისი ჯიბიდან აღარ შეიძენს. სინამდვილეში, "საყოველთაო ჯანდაცვის" პროგრამის მონაწილე ადამიანს რაიმე სერიოზული მკურნალობა, რომ დასჭირდეს საკუთარი ჯიბიდან მოუწევს გადახდა. - როგორც კი კერძო სადაზღვევო კომპანიები გავლენ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრიდან და სახელმწიფო (სოციალური მომსახურების სააგენტო) მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე, იგი უკარნახებს ფასებს სამედიცინო დაწესებულებებს და შეეცდება მკურნალობის ფასები დაბლა დააწევინოს, რაც მოკლევადიანად თითქოს კარგი იქნება პაციენტებისათვის, მაგრამ გრძელვადიანად: 1. გააუარესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს; 2. მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს სამედიცინო დაწესებულებებს, რაც შედეგად მოიტანს სამუშაო ადგილების შემცირებას და/ან სახელფასო განაკვეთების თუ შემცირებას არა, გაყინვას მაინც.საბოლოო ჯამში, ეს მიგვიყვანს პაციენტის ჯიბიდან გადახდილი თანხების ზრდასთან. - 2010-2012 წლების განმავლობაში, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფოს მიერ დაზღვეული 900.000 ადამიანისთვის (სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეები) გაწეული ჯანდაცვის ხარჯმა 15-25 პროცენტით მოიკლო სწორედ კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ ხარჯების ოპტიმიზაციის წყალობით. - სამწუხაროდ, 28 თებერვალს დაწყებული პროგრამის ყბადაღებულ "საყოველთაოობას" სინამდვილეში ყველაზე უსამართლო სისტემასთან მივყავართ. მოვიყვან მაგალითს. ექიმთან მიდის 2 ადამიანი ერთი და იმავე სიმპტომებით. ორივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერთს 1000 ლარი აქვს შემოსავალი თვეში (თუმცა ენანება 15 ან 20 ლარის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისში გადახდა), ხოლო მეორის შემოსავალი მხოლოდ 100 ლარია. ექიმთან კონსულტაციის ხარჯის სახელმწიფოს მიერ დაფარვა უთუოდ შეღავათია 100-ლარიანი შემოსავლის მქონესათვის, თუმცა 1000-ლარიანი შემოსავლის მქონე ამ კონსულტაციის საფასურს ისედაც გადაიხდიდა. ორივემ გაიკეთა შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი და აქაც ნაკლებშემოსავლიანი უფრო კმაყოფილია: სახელმწიფომ ეს ხარჯიც დაფარა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ექიმს, საბოლოო დიაგნოზის დასასმელად სჭირდება (და რეალობაში ეს, ძირითადად, ასე ხდება, როცა რაიმე სერიოზულთან გვაქვს საქმე), რომ, ვთქვათ, ორივე პაციენტმა კომპიუტერული ტომოგრაფია გაიკეთოს. 1000-ლარიანი შემოსავლის მქონე ამას ახარხებს, ხოლო 100-ლარიანი შემოსავლის მქონე წყვეტს პროცესს, რადგან ძვირადღირებული დიაგნოსტიკისთვის ფული არ აქვს. ვითარება ნათელია: მთავრობამ ერთს (მეტშემოსავლიანს) მისცა ის, რაც მას ისედაც შეეძლო მიეღო, ხოლო მეორეს (ნაკლებშემოსავლიანს) მისცა ის, რაც ნამდვილად არ ჰყოფნის. ამიტომ სახელმწიფო ფინანსების ხარჯვისას მნიშვნელოვანია მიზნობრიობის საკითხის გარკვევა, რომ ფულის უაზრო და უყაირათო ხარჯვა არ გამოგვივიდეს. 2013 წლის 10 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დასკვნითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: “ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების საკვანძო ელემენტების გადაბარება კერძო მზღვეველებიდან საჯარო ორგანოს - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კერძო დაზღვევის ბაზარს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მისიის რეკომენდაციაა, რომ კერძო სადაზღვევო სისტემა უნდა შენარჩუნდეს, ხოლო პროცედურები და მათ მიმართ მოთხოვნები გაძლიერდეს. რეფორმა ვერ აგვარებს მედიკამენტების მაღალი ფასის/თანადაფინანსების პრობლემას (რაც ხშირად გაღარიბების მიზეზი ხდება) და არასაკმარისი კეთდება "ჯენერიკ", ნაკლებხარჯიანი მედიკამენტების გამოყენებისთვის”.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანად მიიჩნევს

17:32 / 30 მაისი, 2013

Pages