მედია

ახალი ამბები

ენმ-ის წარმომადგენლები EPP-ის პრეზიდენტს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, საერთაშორისო მდივანი სალომე სამადაშვილი და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე ბრუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდნენ, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობას, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევას, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ დევნას და ამ მიზნით, ხელისუფლების მიერ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციას. 3-4 თებერვალს ენმ-ის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაში და შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტის წევრებსა და პარტნიორი პარტიების წარმომადგენლებთან. 

ყველა მინუს ერთი!

დღეს ოლიგარქმა ბ. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გათელა ფეხქვეშ საქართველოს რეპუტაცია და საქართველოს მოქალაქის ღირსება.სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ვერთიანდებით ივანიშვილის დანაშაულებრივი მმართველობის წინააღმდეგ - “ყველა მინუს ერთი!”.ჩვენ ვაცხადებთ:1. ივანიშვილი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. მისი საოკუპაციო  რეჟიმი, რომელიც თავის თავს მთავრობას უწოდებს, უნდა გადადგეს, და კორუმპირებული ცესკო ჩაანაცვლოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებულმა საარჩევნო კომისიამ.2. საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი სარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.17 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ჩატარდება საერთო სახალხო შეკრება, რომელიც უმოკლეს ვადებში დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას და სათავეს დაუდებს საქართველოში დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებას. ამისთვის ჩვენ მივმართავთ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პროტესტისა და წინააღმდეგობების მეთოდებს.

Pages