მედია

ახალი ამბები

ვაშაძე - ყველაფერი მზად გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უფასოდ დავაბრუნოთ ქვეყანაში

31 მარტი - ვარშავა-კიევი-თბილისი; 1 აპრილი - ბერლინი - თბილის; 1 აპრილი - რომი - თბილისი; 2 აპრილი - ბარსელონა - თბილისი. ეს ის მიმართულებებია, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი და ენმ, მთავრობას ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობს.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა."გასულ ორშაბათს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო იმ საქართველოს მოქალაქეების აღრიცხვა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში არიან ჩარჩენილები.საქართველოს მესამე პრეზიდენმა უმოკლეს ვადებში მოიძია დახმარების გზები -უკრაინული ავიაკომპანია სქაიაფი რომლითაც ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ დაბრუნდნენ სამშობლოში.გუშინ საღამოს მომაცემებით ჩვენ დაგვიკავშირსა 2950 ადამიანი. საშუალება გვაქვს 31 მარტიდან გავახორციელოთ 4 რეისი.31 მარტი - ვარშავა-კიევი-თბილისი1 აპრილი - ბერლინი თბილის1 აპრილი - რომი თბილისი2 აპრილი - ბარსელონა თბილისიძირითადი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, მოძიებულია სახსრები და ავიაკომპანია. მაგრამ ესაა საქმის 2/3. ახლა საჭიროა ხელისუფლების ჩარევა, მათი მხრიდან დახმარება. საჭიროა მოლაპარაკებები რომ მივიღოთ ამ ფრენების განხორციელების ნებართვა. ასევე, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების მიღება და სამედიცინო კონტროლის ჩატარება.ჩვენ მოგვარებული გვაქვს საკარანტინე ადგილების პრობლემაც. ახლა მთავარია მთავრობასთან სწრაფი მოლაპარაკებების დაწყება. 

სააკაშვილი მზადაა უზრუნველყოს ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილი მზადაა მთავრობასთან კოორდინაციით, უზრუნველყოს ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება. ამისთვის მოგვარებულია ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის მოძიებულია ემიგრანტების ქვეყანაში ჩამოყვანისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ასევე, პრეზიდენტის ბიბლიოთეკას კონკრეტული საკითხების განსახილველად. "მე მაქვს ახალი შეთავაზება მთავრობასთან, არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური ბედი, მაინტერესებს ჩვენი ხალხი, რომელთა დიდი ნაწილი ულუკმაპუროდ ჩარჩენილია ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ფანჯარა მათი ჩამოყვანის სულ უფრო და უფრო მცირდება. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ხალხს ვერ  ჩამოვიყვანთ  და გავუშვებთ სახლებში, მაგრამ ჩემი შეთავაზება არის ასეთი- მე მაქვს საკმარისი კავშირები და ორგანიზაციული რესურსები იმისათვის, რომ დავაორგანიზოთ ამ ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, კარანტინში, დაცულად მაგრამ რაც მთავარია საკუთარ სამშობლოში. მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს ჩემს ბიბლიოთეკას, ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს შეუძლიათ გააკეთონ არაოფიციალურად და კამერების გარეშე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მათ შორის ფინანსური რესურსი მოძიებული, რათა მასობრივად მოხდეს ამხალხის ჩამოყვანა ქვეყანაში, არა სახლებში, არამედ სავალდებულო კარანტინში. ახლა ისეთი დროა ყველა უნდა დავდგეთ პორადი ანგარიშსწორების მიღმა. " განცხადასააკაშვილმა. 

Pages