მედია

ახალი ამბები

ლტოლვილთა და გასახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და გასახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ნუგზარ წიკლაურმა და ბესო წერედიანმა ისაუბრეს."ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი, ასევე დახმარება შეუწყდეს იმ პირებს, ვინც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მათ, ვინც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან.ამ დოკუმენტის ამოქმედება ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებსა და სოციალურ კრიზისს გამოიწვევს, რადგან დევნილთა უმრავლესობა სწორედ ამ შემწეობებზეა დამოკიდებულია.სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლებას ეზრუნა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე ამ პროგარამას არ დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უცოდნირობამ, არაკომპეტენტურობამ, კორუმპირებულობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველი ნაწილი - დევნილები დადგნენ ასეთი მძიმე საფრთხის ქვეშ".ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დევნილთა სამინისტროს მოუწოდებს ხელი აიღოს ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე.

ენმ-ის წარმომადგენლები ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბელეას დაესწრნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეას დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გაფორმებული შეთანხმებაა. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ქართველი ჯარისკაცის, გია ცერცვაძის ამბავზე და ხელისუფლების კრემლთან შესაძლო თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოდან ერთადერთი წარმომადგენელია ევროპის სახალხო პარტიაში და ის გააგრძელებს მუშაობას ევროპელ მეგობრებთან ქვეყნის ინტერესების დასაცავად.  

Pages