მედია

ახალი ამბები

15 თებერვალს,19:00 საათზე, ერთად ვიმსჯელოთ თუ როგორ ვაქციოთ ენმ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად

როგორც მოგეხსენებათ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი დაპირების ასასრულებლად, პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმის ირგვლივ საჯარო დისკუსიას მართავს. ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა შეხვედრა 10 თებერვალს, სადაც ვიმსჯელებდით მხარდამჭერთა იდეებზე, რჩევებზე, რეკომენდაციებსა და კრიტიკულ შენიშნვებზე.უპირველეს ყოვლისა გვსურს, უღმესი მადლობა გადავუხადოთ უამრავ ადამიანს, რომელიც გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილ შეხვედრას პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმაზე სამუშაოდ.გამომდინარე გარემოებიდან, რომ პარასკევს, 10 თებერვალს “რუსთავი 2”-ის საქმეზე ჩანიშნულია სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის შესაძლოა საკვანძო მოვლენად იქცეს, დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს, 15 თებერვალს, 19:00 საათზე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.ამავე დროს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ მზარდი ინტერესის პარალელურად, რაზეც მეტყველებს შემოსული ელ-ფოსტებისა და პარტიის ოფიციალურ facebook გვერდის შეტყობინების რაოდენობა, მოვახდინოთ შემოსული იდეებისა და ხედვების სტრუქტურირება და თანმიმდევრულ კონცეფციად ჩამოყალიბება.15 თებერვალს კი ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ ენმ თანაპარტიელებთან, მხარდამჭერებთან და მოსახლეობასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად. 

ენმ 10 თებერვალს, 13:30 საათზე სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას გააპროტესტებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 10 თებერვალს, 13:30 საათზე აქცია-მსვლელობას გამართავს. შეკრება რუსთაველის მეტროსთან იქნება და მსველელობა უზენაესი სასამართლოს მიმართულებით მოეწყობა.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ ისაუბრა. მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ 10-15 თებერვალს უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზეწოლით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანას აპირებს.„უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ არაერთი ფაქტი იხილა იმისა, თუ როგორ არის ხელისუფლება ჩართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კონკრეტულ მოსამართლესთან, კონკრეტული კორუფციული გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, რაც ლეგიტიმურ საფრთხეს აჩენს, რომ ხელისუფლება უკანონო გადაწყვეტილიების შემკვეთად რჩება. ამ პროცესში ჩართულია ბიძინა ივანიშვილი და მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გომელაური თავისი უწყებით, სუსით.აქედან გამომიდნარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 10 თებერვალს 13:30-ზე რუსთაველის მეტროსთან იკრიბება, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში ასეთი უხეში ჩარევა გააპროტესტოს.ეს არ იქნება მხოლოდ ენმ-ის მხარდამჭრების აქცია, ეს იქნება ყველა იმ ადამიანის პროტესტი, რომელთაც უკეთესი ხვალინდელი დღე სურს.რუსთაველის მეტროსთან შეკრების შემდეგ, მოეწყობა მსვლელობა უზენაესი სასამართლოს მიმართულებით და სასამართლო გადაწყვეტილებაში ივანიშვილის უხეშ ჩარევას გავაპროტესტებთ. ასევე, სოლიდარობას გამოვუცხადებთ ყველა იმ პატიოსან მოსამართლეს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა სასამართლოში.“

Pages