მედია

ახალი ამბები

არჩევნების თარიღის დანიშვნა, ხელს შეუშლის თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის პროცესს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს მოუწოდებს სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების თარიღი, რათა  ივანიშვილის მზაკვრული გეგმა - თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ვერ განხორციელდეს.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიგინგზე  გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა. "საკრებულოს წევრებმა ერთპიროვნულად  დაუჭირეს  მხარი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაზე.დღეს ორ ქალაქში ზუგდიდსა და ოზურგეთში საკრებულოს სხდომები იმართება, სადაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებენ.ერთადერთი გამოსავალია პრეზიდენტმა სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების დღე, რათა ივანიშვილის მზაკვრული გეგმა ჩაიშალოს" - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.  

ვაშაძე: ზალბერმა თავისი უკიდურესად უმეცარი განცხადების დეზავიურება უნდა მოახდინოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო სამინისტრომ უნდა მიაღწიონ იმას, რომ ბრიუსელმა  შესაბამისი განცხადება გააკეთოს. ზალბერმა კი  თავისი უკიდურესად უმეცარი განცხადების დეზავიურება მოახდინოს."ოკუპირებულ ცხინვალში, გერმანელმა დეპუტატმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე  ჰერბერტ ზალბერმა უკიდურესად უმეცარი, საზიანო და უადგილო განცხადება გააკეთა იმ რეგიონში ყოფნისას, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ოკუპირებულია.  ერთი ფრაზით ამ ადმაიანმა გერმანიისა და ბრიუსელის პოზიციების დამახინჯება მოახერხა, რაც  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს შეეხება. ასევე,  ზიანი მიაყენა იმ პოზიციას, რომელსაც ჟენევის თანათავმჯდომარეები უნდა იკავებდნენ ამ მოლაპარაკებებზე.ეს აღმაშოთებელი ფაქტი  იმ 5 წლიანი მავნებლური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ისინი  ყველანაირად ცდილობენ  საქართველოს ორი რეგიონის  რუსეთის მიერ ოკუპაცია მიჩქმალონ და რაღაც გაურკვეველი აბაშიძე-კარასინის ფორმატით ჩაანაცვლონ. არ შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საქმეში მიღწეული წარმატებების მოცემულობად აღქმა. ესა მძიმე სამუშაო, რომელიც ყოველდღე უნდა გრძელდებოდეს.  დამშვიდება იმით, რომ ჩვენ მივაღწიეთ და მხოლოდ 4 სახელმწიფო აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, დამღუპველია. დრო მოვიდა, რომ იქ, სადაც ნახსენები იქნება უკრაინაში განხორციელებული აგრესია, ბრიუსელმა, ბერლინმა და ყველა დადაქალაქმა ისევ დაიწყოს ლაპარაკი  2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ აგრესიაზე და ამ რეგიონებში ჩატარებულ ეთნოწმენდაზე.კატეგორიულად მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტოსგან, არაა საკმარისი მხოლოდ განცხადებები, უნდა მიაღწიონ იმას, რომ ბრიუსელმა  შესაბამისი განცხადება გააკეთოს. ზალბერმა კი  თავისი უკიდურესად უმეცარი განცხადების დეზავიურება მოახდინოს“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Pages