მედია

ახალი ამბები

ენმ: ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი ბიზნესზე ზეწოლას განაგრძობს

შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზი“, „ტერაბანკი“  „ფილიპ მორისი“ „ბრითიშ ამერიქან თობაქო“ და ა.შ. - ეს იმ უხოური კომპანიების ჩამონათვალია, რომელთა მიმართაც ზეწოლა მიმდინარეობს. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა დაიმორჩილა, დააშანტაჟა ქართული ბიზნესი, უცხოელ ინვესტორებსაც მიადგა. „2012 წელი, 5 ოქტომბერი: „მე გაძლევთ პირობას, რომ ჩემი ხელისუფლება თანაბარ პირობებში ჩააყენებს ბიზნესებს და აღმოფხვრის სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის პრაქტიკას.„თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ახდენს თქვენზე ზეწოლას აუცილებლად უნდა  დაიწყო ყვირილი მე გამაუპატიურეს... და უნდა შემოჰკრა განგაშის ზარს“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილსთუმცა, მას შემდეგ დღემდე არაერთმა ქართველმა თუ უცხოელმა ბიზნესმენმა განიცადა ზეწოლა.ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა, ჯერ დაიმორჩილა, დააშანტაჟა და სრულ მორჩილებაში მოიყვანა ქართული ბიზნესი, ხოლო შემდეგ უცხოელ ინვესტორებს მიადგა. კომპანიებს, რომელთაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვთ განახორციელებული საქართველოში. ამ კომპანიებზე ხდება ხელოვნურად, მიზანმიმართულად  პრობლემების შექმნა, რაშიც ივანიშვილს მხარს უმაგრებს ასევე მის მორჩილებაში მყოფი სასამართლო სისტემა და ამ სისტემის ურცხვი მოსამართლეები.დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ნაწილს იმ უცხოურ კომპანიებს, რომელთა მიმართაც ხორციელდება აღნიშნული ქმედებები და ასევე, იმ მოსამართლეების გვარებს, ვინც ამ უკანონობაშია ჩართული.შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოსამართლე გიორგი დარახველიძე, ჯარიმის ოდენობა 365 მლნ.ლარი. მოსამართლე გოჩა აბუსერიძე ჯარიმის ოდენობა 200 მლნ.ლარი.„ტერაბამკი“  „ფილიპ მორისი“ „ბრითიშ ამერიქან თობაქო“ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, ჯარიმის ოდენობა 150 მლნ. აშშ.დოლარი.„დემირელის კოლეჯი“ ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, ჯარიმის ოდენობა 1,5 მლნ.ლარი, დაყადაღებულია მთელი მათი ქონება, ხოლო მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მუსტაფა ჩაბუქს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, ჯარიმის ოდენობა 1,35 მლნ.ლარი, ხოლო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანიის მოქალაქე ჯიაჰან ჰაკინი საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდანვე გაუკეთეს დეპორტაცია.კატეგორიულად მოვითხოვთ კიდევ ერთხელ: შეწყდეს ბიზნესზე ზეწოლა. ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი სხვა პოტენციური ინვესტორებისთვის და ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, რაც აუცილებლად გამოიღებს თავის უარყოფით შედეგს ჩვენი ქვეყნის ისედაც შეჩერებული ეკონომიკური განვითარებისთვის.“ 

იბრაგიმოვის აღიარება მიუთითებს იმაზე, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია კრემლის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ლაფანყურის ტრაგედისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებით ქვეყნის უშიშროებას საფრთხე შეუქმნა და ამაზე იბრაგიმოვის აღიარება მეტყველებს."მინდა გამოვეხმაურო ბოლო ცნობებს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო ცნობები. ავსტრიაში, ევროპული სასამართლოს წინაშე, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჩეჩენმა მებრძოლმა იბრაგიმოვმა მისცა ჩვენება და თქვა, რომ ის იყო ჩანერგილი აგენტი, ასრულებდა ფსბ-ს დავალებებს და პირადად იღებდა ამ დავალებებს კადიროვისგან.იბრაგიმოვის ეს აღიარება თვალნათლივ აჩვენებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო კრემლის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ პროვოკაციის მიზანი იყო ხელისუფლების დისკრედიტაცია მისი შეცვლის მიზნით."ქართული ოცნების" პირველივე ნაბიჯები და კომენტარები მიმართული იყო იქით, რომ ბრალი აეცილებინა რუსეთის ხელისუფლებისთვის და დაედანაშაულებინა საქართველოს მთავრობა მომხდარ ტრაგედიაში.ეს განცხადებები სრულიად იდენტური იყო იმ განცხადებებთან, რომელსაც იმ პერიოდში აკეთებდა რუსეთის ხელისუფლება. მაგალითისთვის გავიხსენებ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამს, რომ გამოძიების შედეგები იქნება შოკისმომგვრელი საზოგადოებისთვის და დიდი ალბათობით ტერორისტები მართლაც გადიოდნენ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე.ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხელისუფლებამ გაათავისუფლა ამ ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე აჰმედ ჩატაევი, რომელიც არის საერთაშორისო ტერორისტი და შესულია აშშ-ს სპეციალური ტერორისტების სიაში. ის ახალი გარემოებები, რომელზეც ვსაუბრობთ და იბრაგიმოვის აღიარება ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ლაფანყურის ტრაგედია გამოიყენა პოლიტიკური მიზნებისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენა ქვეყნის უშიშროება და უსაფრთხოება. ლაფანყურის მოვლენების დროს ქართული სახელმწიფოს მოქმედება იყო სწორი, ეფექტური და ერთადერთი შესაძლებელი იმ ვითარებაში".

Pages