გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:19 / 23 ივნისი 2016

ზურაბ ჭიაბერაშვილი მანავის მოსახლეობას შეხვდა

ხალხისადმი ხელისუფლების სრული უყურადღებობა და გულგრილობა მანავის მაგალითზე ყველაზე კარგად გამოჩნდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ არათუ უარი თქვა 13 ივნისს სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე, ადგილზე არც კი ჩავიდა, რომ ზარალის მასშატბი და მოცულობა მინც ენახა.

„ქართული ოცნების“ დაპირება, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებით შეამცირებდა ზარალს, ისეთივე ტყუილი აღმოჩნდა, როგორც ივანიშვილის ყველა სხვა დაპირება. დღეს უკვე ნათელი ხდება, რომ მშრომელი ოჯახებისთვის არაფრისმომცემია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, რომელზეც მთავრობამ 2014-15 წლებში 15 მლნ ლარი დახარჯა. სადაზღვევო კომპანიები უარს აცხადებენ დასეტყვილი ვენახებისა და ნათესების პატრონებს დამდგარი ზარალი აუნაზღაურონ.

დღეს მანავში ნაციონალური მოძრაობიდან საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჩავიდა. დაზარალებულმა მევენახეებმა ზარალის დამთვლელი კომისია შექმნეს, რომელიც რამდენიმე დღეში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერას გააკეთებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობისგან მოითხოვს

• მოელეპარაკოს აგროდაზღვევის პროგრამაში მოანწილე სადაზღვევო კომპანიებს, რომ იმ ოჯახებზე, რომლებსაც აქვთ აგროდაზღვევა, გაიცეს ზარალის ანაზღაურება და გაიცეს ის სამართლიანად;

• დაზარალებულ ჯახებზე გასცეს რთველის სუბსიდირებაზე განსაზღვრული თანხები საშუალო მოსავლიანობის მონაცემების გათვალისწინებით;

• მოელაპარაკოს საფინანსო ორგანიზაციებს, დაზარალებული ოჯახებისთვის კრედიტების გადახდის ვადების ერთი წლით გადაწევაზე