გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:57 / 8 აგვისტო 2016

ხონის ენმ-ის ლიდერებმა აგვისტოს ომში დაღუპული ხონელი ახალგაზრდების ხსოვნას პატივი მიაგეს

ხონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭავჭანიძემ, ერთიანი ნაცონალური მოძრაობის დეპუტატობის მაჟორიტარმა კანდიდატმა ზურაბ ჯიბუხაიამ და ხონის ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ხონელი ჯარისკაცების: მერაბ თუთისანის; ვეფხია ჯიშკარიანის; გოჩა დანელიასა და მალხაზ აბაშიძის ხსოვნას პატივიმ მიაგეს. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე; 14 პოლიციელი; დაიჭრა 1 747; სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა; დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე ადამიანი; დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხოლო 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულია.