გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:15 / 12 მაისი 2016

ხელისუფლების უნიათობა ფოთში

სამწუხაროდ ფოთის ხელისუფლების უნიათობა ფოთელებისთვის ყოველდღიური პრობლემა გახდა. საქმე ეხება ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეცდომით შესრულებას. პარადოქცია მაგრამ ფოთში ნაცვლად სარეაბილიტაციო ხიდისა დაიწყეს ისეთი ხიდის რეაბილიტაცია რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს არ საჭიროებს და რამოდენიმე მოაჯირის მონგრევის შემდეგ სამუშაოები შეაჩერეს, რაც მოსახლეობის გადაადგილებას საფრთხეს უქმნის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ფოთის საკრებულოს წევრის ირაკლი დუნდუას განცხადებით ხელისუფლების შესაბამისი უწყებების გულგრილობის შედეგად ქალაქში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები შეცდომით ხორციელდება, რაზეც ხელისუფლება დროულ  რეაგირებას ვერ ახერხებს, რაც მათ უნიათობაზე მიუთითებს. მისივე განცხადებით მაშინ როდესაც თანხები გამოყოფილი იყო მხოლოდ აღმაშენებლის და 9 აპრილის ქუჩების კვეთაზე მდებარე მშრალი ხიდის რეაბილიტაციისთვის, სამუშაოები დაიწყო გორგასლის და 9 აპრილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ხიდზე, რაზეც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ხელისუფლებამ დროული რეაგირება ვერ განახორციელა, აღნიშნულის გამო ვერც აღმაშენებლის და 9 აპრილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია იწყება.