გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:20 / 9 ივნისი 2017

ვმო-ს ფარგლებში არსებულ ხელშეკრულებაში შესაძლო ცვლილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები არ შევიდეს და  ოკუპირებული რეგიონებისთვის სატრანზიტო სტატიუსის მინიჭება არ მოხდეს, რადგან ეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოტე იოსელიანმა ისაუბრა.

„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში, რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების გაფორმება მიზნად ისახავდა ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთისთვის დაბრკოლების მოხსნას. ამის სანაცვლოდ, ჩვენ შევძლებდით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობების კონტროლს. ეფექტური დიპლომატიური ძალისხმევების შედეგად, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სავაჭრო კორიდორების პრინციპი, საქართველოს ინსტერესების სრული გათვალისწინებით ჩაიდო ხელშეკრულებაში.

ვინაიდან რუსეთი უკვე არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ხელშეკრულებაში რაიმე სახის ცვლიელების შეტანა მნიშვნელოვნად დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება ცალსახად პროვოკაციულია. ქართული ოცნების წარმომადგენებს უნდა ესმოდეთ, რომ მსგავსი ნაბიჯებით, რუსეთი ცდილობს საოკუპაციო რეჟიმებისთვის და საკუთარი სამხედრო ბაზებისთვის ეკონომიკური ფუნციის მინიჭბას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ნებისმიერი კომპრომისი რუსეთის ინტერესების რეალიზების ხელშეწყობასა  და ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწრებელი შედეგების დადგომას მოახდენს.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოკუპირებული რეგიონრებისთვის სატრანზიტო სტატიუსის მინიჭება  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იურიდიული ძალის მქონდე დოკუმენტით შეუზღუდოს ზურაბ აბაშიძეს, აბაშიძე-კარასინის ფორმატში, როგორც აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის საკითხის, ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავაჭრო დერეფნების სტატუსის განხილვის უფლება.

ასევე, მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი განიხილოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების მოგვარების მექანიზმის გამოყენებით. ეს არის საარბიტრაჟო ტრიბულანის სისტემა, რომელიც არის საბოლოო და შესასრულებლად სავალდებულო.“