გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:03 / 1 აგვისტო 2019

ვინ არის სამართალდამცავი, რომელმაც 20 ივნისის ღამეს დაზარალებულებს შეურაცხყოფა მიაყენა

სამართალდამცავი, რომელმაც შეკვეთილში, აქციაზე,  მაკო გომურს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, ზუგდიდის ადგილობრივი არჩევნების დროს, პარლამენტარი თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენით გმოიყვანა საარჩევნო უბნიდან,  2012 წლამდე პოლიციიდან ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ტარების გამო იყო გათავისუფლებული.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პირი, მამუკა ჯანანაშვილი, პოლიციაში 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ აღადგინა და ის ახლა ბახვის პოლიციის უფროსია.

 

„შსს-ს გურიის სამხარეო სამმართველოს ბახვის პოლიციის განყოფილების უფროსმა მამუკა ჯანანაშვილმა, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძეს  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან დიასამიძე  20 ივნისს, გავრილოვის ღამეს დაზარალებულები დაიცვა.

 

ეს ადამიანი არის  გახარიას სახე, გახარიას პოლიციის სახე. ეს ადამიანი ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ, თუდნაც ზუგდიდის არჩევნების დროს, როცა მან პარლამენტარ თინა ბოკუჩავას საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინა. თუნდაც მაშინ, როცა 2012 წლამდე ის პოლიციის რიგებიდან გავუშვით. ეს ის ადამიანია, რომელიც პოლიციაში მუშაობის დროს პოლიციისთვის განკუთვნილ საწვავს საკუთარი კეთილდღეობისთვის ყიდდა. ის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის, ახლა კი სუს-ის თანამშრომლის, სოსო იაშვილის მფარველობის ქვეშაა“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.