გაზიარება
UNM UNM
მედია - 19:15 / 12 ივლისი 2016

ვახტანგ დარცელიძეს ბრიფინგი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერმა, ვახტანგ დარცმელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების მავნებლობაზე. საკითხი ეხება ნანა ალექსანდრიას სახელობის ყოველწლიური საჭადრაკო ფესტივალისთვის სახელის გადარქმევას და ფესტივალის დასახელებიდან ნანა ალექსანდრიას სახელის ამოღებას, რაც ქალაქისთვის ზიანის მომტანია. აღნიშნული ფესტივალი იყო საკმაოდ წარმატებული რადგან ის ატარებდა ქალბატონი ნანას სახელს, შესაბამისად მისი კავშირების შედეგდ ფესტივალს სტუმრობდნენ მსოფლიოს სახელოვანი მოჭადრაკეები რაც ფოთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია ის, რომ ფესტივალისთვის სახელის გადარქმევა არის პოლიტიკური მოტივებით განპირობებული, რადგან ქალბატონი ნანა არის ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას დედა. საყურადღებოა ფოთის საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელის დავით კოდუას განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ფესტივალი საკმაოდ წარმატებული და ქალაქისთვის დამატებითი ბენეფიტების მომტანი იყო, მაგრამ მოტივი რომლის გამოც ფესტივალს სახელს უცვლიან ბუნდოვანია, რადგან გასული 10 წლის მანძილზეც ქალბატონი ნანას მიერ მოძიებულ სპონსორებთან ერთად ფოთის მუნიციპალიტეტიც აფინანსებდა აღნიშნულ ფესტივალს, მაგრამ არცერთხელ არ ყოფილა მცდელობა ფესტივალისთვის სახელის გადარქმევის, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი.

P.S. ენმ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ ფოთის ხელისუფლების შემდგომი გაუაზრებელი ნაბიჯი, ფოთის საჭადაკო სკოლისთვის ნანა ალექსანდრიას სახელის გადარქმევა არ იქნება.