გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:04 / 23 აპრილი 2016

უმოქმედო და არაფრის გამკეთებელი ადგილობრივი ხელისუფლება ქობულეთში

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ, ოფიციალური წერილის საფუძველზე გამოთხოვილ ინფორმაციის საპასუხოდ - თუ რა ინვესტიციები განხორციელდა ქობულეთში 2013-2014-2015-2016 წლებში,  ,,ქართული ოცნების" ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოგვწერა 28 ობიექტის ჩამონათვალი, რომლიდანაც 26 პროექტი 2012 წლამდე იყო განხორციელებული.

აღნიშნულ ფაქტს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ბონდო თედორაძე და რევაზ ხარაზი გამოეხმაურა. მათი განცხადებით, გამგებელი და საკრებუოს თავჯდომარე, ყოველდღიურად ადასტურებს უუნარობას და საქმისადმი არაჯეროვან დამოკიდებულებას. ისინი მუდმივად ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ადგილობრივი მოსახლეობა და ამისთვის წინახელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების გადაბრალებასაცკი არერიდებიან.

ადგილობრივი მაღალჩინოსნების საზრუნავი ქობულეთში , თვიდათვემდე ხელფასის, პრემიების და დანამატების აღებაა, სხვა მათ არაფერი გაუეთებიათ მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ ოთხი წლის მანძილზე. მათი საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, გამოძახილია ცენტრალური ხელისუფლების უპასუხისმგებლობისა ქვეყანაში.