გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:43 / 7 ნოემბერი 2022

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაასანქცირა.

უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში შეიყვანა ანუ დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვის დასანქცირება მოხდა ზუსტად მათი რუსული კავშირების გამო. ყველა ამ ადამიანზე არსებობს კონკრეტული ინფორმაცია და ეს კონკრეტული ინფორმაცია თავისი სქემებით დამუშავდა ანტიკორუფციული სააგნეტოს მიერ.

უკრაინის მიერ ივანიშვილის, ხიდაშელის, მამაცაშვილების, რუხაძის და აშ დასანქცირება არის პირველი ნაბიჯი დიდი საერთაშორისო საქნციების. უკრაინას პარტნიორული ურთიერთობები აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებათნ და, რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია გადაცემულია ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტიორებისთვის.

უკრაინის მიერ ივანიშვილის და მისი გარემოცვის ოფიცილაური სანქციებში შეყვანა ადასტურებს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ ივანიშვილი არის რუსული გავლენების ოლიგარქი. მისი და მისი გარემოცვის საქმიანობა და რუსეთთან კავშირი არის საფრთხე უკრაინისთვის და უკრაინის გამარჯვებისთვის.

ინფორმაცია მარტო ამ ადამიანების გარშემო არ შემოიფარგლება. ნებისმიერი მთავრობის, პარლამენტის ან ბიზნესის წარმომადგენლი, რომელიც აქტიურად ეხმარება ივანიშვილს რუსული გავლენის გასაძლიერებლად მოხვდება სანქციების ნუსხაში.

უკრაინა ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს. უკრაინამ 15 კაციანი სია გამოაქვეყნა, სადაც ოლიგარქთან ერთად მოხვდა, ალექსანდრე ივანიშვილიც.

სრული სია ასე გამოიყურება:

1 - ბიძინა ივანიშვილი,

2 - ალექსანდრე ივანიშვილი,

3 - ქეთევან ხარაიძე

4 - ირაკლი რუხაძე

5 - გიორგი კაპანაძე (რიჟა)

6 - უჩა მამაცაშვილი

7 - ტათე მამაცაშვილი

8 - ალექსეი პოლტავჩენკო

9- ვანო ჩხარტიშვილი

10 - დავით ხიდაშელი

11 - სულხან პაპაშვილი

12 - დიმიტრი კორჟაევი

13 - დიმიტრი ტროიცკი

14 - ლევან ვასაძე

15 - ოთარ ფარცხალაძე