გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:58 / 3 ივლისი 2020

თუ მაღალჩინოსნები საზოგადოებაში პოლარიზაციის დათესვას გააგრძელებენ, მთელი ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ

„თუ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები საზოგადოებაში პოლარიზაციის დათესვას გააგრძელებენ, მთელი ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

სპეციალური ბრიფინგით დეკანოიძე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიციის მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებას გამოეხმაუბრა.

მიუხედავად ჩვენი პარტნიორების არაერთი მკაცრი გაფრთხილებისა, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი უნდა იყოს, ხოლო არევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, ხელისფლების წარმომადგენლები მხრიდან, მუდმივად ვისმენთ ძალიან მძიმე სიძლვილს ენას. გიწოდებენ რადიკალებს, კრიმინალებს. მათ შორის პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პრემიერი არ ერდება ძველბიჭურ გარჩევებს ოპოზიციის მიმართულებით.

ეს არის სიძულვილს და დაპირისპირების ენის გაღვიება, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზაციას, ვითარების დამძიმებას უწყობს ხელს.

უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მხოლოდ ივანიშვილს ესაუბრებდა ამ სიძულვილოს ენასაც მხოლოდ მს გასაგონად, საამებლად იყენებს.

ჩვენი ინტერესია არჩევნები  დემოკრატიულ, ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს. მინდა ხელისუფლება გავაფრთხილო, იმ შემხვევაში, თუ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო ვითარება არ იქნება, არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, მათთვის შეეგი ძალიან მძიმე იქნება. მათ საზოგადოების და ზოგადად ცვილიაზაციის რისხვა მოხვდებათ ცხვირში თუ ასე გააგრძელებენ პოლარიზაციის დათესვას საზოგადოებაში.