გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:33 / 7 ნოემბერი 2022

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართვა


თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის დაჯილდოვდნენ:

1. მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა ბავშვები;

2. სასწრაფოს უფროსი ექიმი მარი მამუკიშვილი;

3. სასწრაფოს უმცროსი ექიმი ლექსო დარასელია;

4. სასწრაფოს უმცროსი ექიმი გიორგი ჭანტირიძე;

5. სასწრაფოს უფროსი ექიმი ნონა კაჭარავა;

6. სასწრაფოს უფროსი ექიმი ნონა დევდარიანი;

7. კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსის” ექიმი დავით ციბაძე;

8. სასწრაფოს უმცროსი ექიმი რუსუდან მაზმიშვილი;

9. სასწრაფოს მძღოლი კახაბერ გაბრელიანი, რომელმაც საკუთარი ზურგით ატარა ბავშვები სასწრაფომდე;

10. მოქალაქე მეგი ბანცაძე, რომელმაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ბავშვებს პირველადი დახმარება გაუწია და გულის მასაჟს უკეთებდა მათ.

ეს ადამიანები არიან გმირები. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მათი სახელები და გვარები.