გაზიარება
UNM UNM
მედია - 03:39 / 4 მარტი 2016

სოფელ სადმელში ნაციონალური მოძრაობის აქტიურობამ შედეგი გამოიღო

ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში, მოსახლეობამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. კერძოდ, ადგილობრივები სასმელი წყლის სისტემის რეაბილიაციის უხარისხო სამუშაოებსა და საავტომობილო გზის დაზიანებას უჩივიან.

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე გაეცნენ. სწორედ მათი და მედიასაშუალებების აქტივობით, ხელისუფლება იძულებული გახდა შემსრულებელ კომპანიასთან ერთად, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა, რის შედეგადაც პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა.