გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:54 / 4 სექტემბერი 2016

შეხვედრა სოფელ პატარა ჯიხაიშის მოსახლეობასთან

4 სექტემბერი 2016

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯობუხაია ხონის მუნიციპალიტეტის საკებულოს უმცირესობის ფრაქცია ,,ახალი ხონის" თავმჯდომარე ზაზა ჯალაღანიასთან ერთად კარდაკარის ფარგლებში სოფელ პატარა ჯიხაიშის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრა, რომელიც სოფელს ძალიან აწუხებს.