გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:20 / 2 სექტემბერი 2016

შეხვედრა სოფელ გორდის მოსახლეობასთან

31 აგვისტო 2016

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში ერთიანი ნაციონლური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჯიბუხაიამ სოფელ გორდის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და მაცხოვრებლებთან ერთად იმ შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც სოფელში დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა გაეჩინა. 

,,გორდის, როგორც ტურისტული ზონის განვითარებისთვის; ოკაცეს კანიონისა და დადიანების ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული პროექტის მეორე ეტაპს წარმოადგენს. მოქმედმა ხელისუფლებამ ეს პროექტები გაურკვეველი მიზეზით შეაჩერა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პროექტი აუცილებლად დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არა მხოლოდ გორდის, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ მდგომარეობას",- აღნიშნა ზურაბ ჯიბუხაიამ.