გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:28 / 13 მაისი 2016

შეხვედრა სოფელ ცოცხნარის მოსახლეობასთან

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე როინ მახარობლიძე პარტიის წევრებთან ერთად ცოცხნარის თემის სოფელ წაბლოვანის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივები მთავრობის სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებენ. მათი თქმით, სოფელში ამ დრომდე მოუგვარებელი გზის პრობლემა. ასევე, არ არის გაკეთებული გამრიცხველიანება და ბუნებრივი აირი და აღნიშნულის მოსაგვარებლად არც მთავრობის წარმომადგენლები იწუხებენ თავს.