გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:25 / 5 სექტემბერი 2016

შეხვედრა სოფელ არბოშიკის მაცხოვრებლებთან

 

4 სექტემბერი 2016

დედოფლისწყარო - სიღნაღის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკებულოს წევრებთნ ლევან ბაღაშვილთან და ლევან იაკობიშვილთან ერთად კარდაკარის ფარგლებში სოფელ არბოშიკში, ბნელაანთ უბნის მოსახლეობას შეხვდამათი თქმით, სოფლის მთავარი პრობლემა სასმელი წყალი და მოუწესრიგებელი გზაა.

ლევან ბეჟაშვილმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა. 

ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგო და ზაზა ალადაშვილების ოჯახს ესტუმრა და მათი ხელნაკეთი ხმლები/ხანჯლები დაათვალიერა

ალადაშვილების თქმით, სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვევის მიუხედავად, სამშობლოში დარჩენა არჩიეს და იმედი გამოთქვეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდგე ქვეყანაში მათი შრომა ისევ დაფასდება