გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:11 / 30 ნოემბერი 2012

შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

დღეს, 16:00 საათზე საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

საუბარი შეეხო: საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩანა ახალაიასა და შეიარაღებული ძალების IV ბრიგადის ყოფილი მეთაურის, ვიცე–პოლკოვნიკ ზურაბ შამათავას დაპატიმრებას.

ამასთან, განხილულ იქნა საქართველოში შექმნილი სიტუაცია, დემოკრატიული განვითარების პრობლემები, ტელევიზიის საქმიანობაში იმ ფორმით ჩარევა, როგორიც განხორციელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ( არაგეგმური რევიზია ), ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება.