გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:50 / 7 აგვისტო 2016

შეხვედრა პატარა ჩაილურის მოსახლეობასთან

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ადგილობრივებს შეხვდა. 

მოსახლეობის თქმით, სოფელს უამრავი პრობლემა აქვს, რომელის მოგვარებას ქართული ოცნების ხელისუფლება დღემდე არ ცდილობს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი მათთვის გზა და სასმელი წყალია, რომელიც სოფელს საერთოდ არ აქვს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ყველა პრობლემის მოგვარებას დაპირდა.