გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:18 / 30 ნოემბერი 2012

შეხვედრა პარტიის ისანი-სამგორის რაიონული ორგანიზაციის წევრებთან

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისში პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა პარტიის ისანი – სამგორის რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა შეაფასეს პარტიის წარსული საქმიანობა და ისაუბრეს მისი განახლების გეგმებზე.

გიგი უგულავამ ვრცლად ისაუბრა პარტიის ამოცანაზე – დაამკვიდროს ოპოზიციის ახალი სტანდარტი საქართველოში, ხოლო ვანო მერაბიშვილმა, თავის მხრივ, ახალი ტიპის პარტიის შექმნაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.