შენობაში, სადაც 27-ე საარჩევნო უბანი მდებარეობს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბია განთავსებული
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კოტე იოსელიანის განცხადებით, ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევის ფაქტი ფიქსირდება - შენობაში, სადაც 27-ე საარჩევნო უბანი მდებარეობს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბია განთავსებული.
„ჩვენ ვიმყოფებოდით ადგილზე, სადაც მმართველი პარტიის ოფისი სამუშაო მდგომარეობაში დაგვხვდა, შტაბის წარმომადგენელმა კი ღიად დაგვიდასტურა, რომ ის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას ემსხაურება.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლი კრძალავს პარტიის/ამომრჩევლთა საინიციატივო ჯგუფის კუთვნილი საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსებას, სადაც საარჩევნო კომისიაა განთავსებული.
ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაინტერესდეს აღნიშნული კანონდარღვევით და იმოქმედოს კანონის შესაბამისად - გამოავლინოს და დასაჯოს კანონდარღვევაში მონაწილე ყველა პირი და პოლიტიკური სუბიექტი.
ასევე, მივიმართვ აუდიტის სამსახურს გამოიკვლიონ რამდენად კანონიერად არის აღნიშნულ ფართზე გამოხორციელებული შემოწირულობა.
ზემოთ ხსენებული ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობას.“