გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:00 / 10 ივნისი 2020

შაშკინი: განათლების სამინისტრო ადმინისტრაციულ ხარჯებსა და პრემია დანამატებზე უარს არ ამბობს, დაფინანსება მცირდება სკოლებისთვის, უმაღლესი სასწავლებლებისთვის

„განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 127 მილიონით მცირდება, თუმცა აქ არაა ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე საუბარი, მცირდება დაფინანსება სკოლებისთვის, უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ -აღნიშნულის შესახებ დღეს გამარტულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დიმა შაშკინმა ისაუბრა.

„მაისში, საქართველოს მთავრობა გვიყვებოდა, რომ მოიზიდეს, 1,2,3 მილიარდი. ამაზე საუბრობდნენ ისეთი გონორით და დამაჯერებლობიტ, რომ ივნისში გარკვეული სიმართლე, კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა.

სიმართლე არის შემდეგი - საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სეკვესტრი იწყება და პირველი განათლების სამინისტროს მიადგნენ, მისი ბიუჯეტი 127 მილიონით მცირდება. ეს არის 127 ახალი სკოლა, ესაა ყველა სტუდენტის მე2 სემესტრის სწავლის გადასახადის დაფარვა და ამისთვის აღნიშნული თანხის 1/3 ია საჭირო. ესაა 2 000 ლარიანი ბონუსი ყველა მასწავლებლისთვის. ესაა ყველა სკოლისთვის საპფარეშოების რემონტი. მოგეხსენებათ რომ პანდემიის პირობებში ჰიგიენის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია.

127 მილიონს ართმევენ განათლების სამინისტროს, თუმცა კიდევ უფრო უარესი ნაწილიც არის ის, თუ როგორაა ეს თანხები ჩაშლილი. არცერთი თეთრით არ მცირდება სამინსიტროს ადმინისტრაციული ხარჯები. არც ხელფასები, არც პრემიები, საწვავი და ახალი ავეჯის თანხები. 17 მილიონს ართმევენ სკოლის რემონტებს, 20 მილიონს სკოლებს, 5 მილიონს პროფგანათლებას, 3 მილიონს ოლიმპიადებს, რომლებიც არ ჩატარდება. უამღლეს განათლებას ართმევენ ფულს.

ამასთან, 50 მილიონს ართმევენ სპორტსმენებს. ეს არ იქნება ფული, რომელსაც ფედერაციის ხელმძღვანელები ითვისებენ. ეს იქნება ფული, რომელიც სპორტსმენებს სჭირდებათ ვარჯიშისთვის, რომ არ დაკარგონ ფორმა და საქართველოს სახელით იასპარეზონ.

ესაა ის მძიმე რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ერთის მხრივ ტყუიოლი მილიარდებზე და მეორეს მხრივ ეკონომიკის ყოფილი მინიტრის მხრიდან იმაზე საუბარი, თუ როგორ იმართება ქვეყანა, ვის რამდენი ატკატი მიაქვს.“