გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:40 / 23 აპრილი 2016

სენაკში ბუნებრივი აირის მომატებული ტარიფი , "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციის შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა

სენაკში გაზმომარაგებას შ.პ.ს. "გაზკო+" ახდენს, რომელიც დაახლოებით 4100 აბონენტს ემსახურება.  აღნიშნულმა კომპანიამ 2016 წლის მარტიდან, მოსახლეობისგან ფარულად ტარიფი 0,12 ლარით გაზარდა და  3500 -მდე  ოჯახისათვის ბუნებრივი აირის ფასი 0,48 ლარის ნაცვლად გახდა 0,60 ლარი,

აღნიშნულზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " პოლიტიკური საბჭოს წევრ თენგიზ გუნავასა  და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კუჭავას  ინიციატივით, გაფართხილებელი აქცია გაიმართა, სადაც მათ მოუწოდეს  კომპანია "გასკო+ " -ს , რომ გაზის ტარიფი უმოკლეს ვადაში ძველ ნიშნულზე დაებრუნებინა. 

აქციის ჩატარებიდან 3 დღეში, 6 აპრილს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიცირებით გაიმართა საკრებულოს ინფრასტრუქტურული კომისიის სხდომა, სადაც იყო  შ.პ.ს. "გასკოს+" -ს  წარმომადგენელი, რომელმაც განაცხდა, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი დაუბრუნდებოდა ძველ ნიშნულს - 0,48 ლარს და მოსახლეობის მიერ 0,12 ლარით მეტი გადახდილი თანხა ჩაეთვლათ მომდევნო თვის დებეტში.