გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:57 / 17 ივნისი 2020

სახელმწიფო მასწავლებლის სახელს სუს-ს გადასცემს

„მასწავლებლის სახლი, რომელიც მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლადაა შექმნილი, მთავრობის გადაწყვეტილებით სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცემა“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა.

„2012 წლის შემდეგ, როცა „ქართული ოცნება“  ხელისუფლებაში მოვიდა, მან მიზანმიმართულად  დაიწყო განათლების სისტემის განადგურება. ამ ხალხს ეზიზღება განათლება, განათლებული ხალხი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი გააფუჭონ.

გახსოვთ რომ ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაიხურა, დაიხურა ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა, რეგიონებში ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების პროგრამის მასშტაბი შემცირდა, განადგურებულია პროფესიული განათლება, უმაღლეს განათლებაში უზარმაზარი პრობლემებია და ზოგჯერ გვგონია, რომ უვკე ფსკერია, ამაზე მეტს ვერაფერს გააფუჭებენ, თუმცა ჯერ სად ვართ -  2 დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბოლო გადარჩენილი ცენტრი - მასწავლებლის სახლი უნდა გადასცენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ეს ცენტრი  2011 წელს აშენდა. მისი  მუშაობის გასაცნობად დელეგაციები საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. აქ  კონცენტრირებული იყო საეუკეთესო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, ყველანაირი რესურსი იყო რათა პედაგოგებს კვალიფიკაცია აემაღლებინათ.  იგეგმებოდა მსგავსი ცენტრების სხვადსხვა რეგიონებში აშენებაც, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლემა პროექტი 2012 წელს შეაჩერა. „