გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:05 / 1 ოქტომბერი 2016

სანდრა რულოვსი ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო.

რულოვსმა ენმ-ის ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატ ბესიკ გაბუნიასთან და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლევან კონჯარიასთან ერთად მოვაჭრეებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

სანდრა რულოვსმა მოვაჭრეებს 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.