გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:16 / 29 ივლისი 2016

სალომე სამადაშვილი NDI-ს კვლევებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით,  NDI-ს კვლევის შედეგები, სადაც ამომრჩევლის დიდ ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, პირდაპირ მიუთითებს ერთ ფაქტზე - ისინი ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას აღარ აპირებენ.

"ის, რომ ამომრჩევლის დიდ რაოდენობას გადაწყვეტილება  მიღებული არ აქვს,  მიუთითებს ერთ რამეს - ისინი დღევანდელ ხელისუფლებას ხმა აღარ მისცემს, რადგან ყველამ ნათლად დაინახა, რომ ამ ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

რაც შეეხება იმას, რომ ამომრჩევლებს  სხვა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ არ აქვთ გადაწყვეტილიება მიღებული, ეს  იმიტომ ხდება, რომ საარჩევნიო კამპანია ახალი დაწყებულია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა მაშინ, როდესაც ამომრჩევლამდე გზავნილების მიტანა ახალი დაწყებული იყო, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი გვექნება მდგომარეობა, როცა ამომრჩეველი საკმარისად იქნება ინფორმირებული.

თუმცა, აქვე მინდა ვისაუბრო ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, ის ვალდებულია ოპოზიციურ სპექტრს შესაძლებლობა მისცეს ჩაატაროს ნორმალური საარჩევნო კამპანია და ის რაც ხდება დღეს  ქვეყანაში -  ძალადობის, თავდასხმის და გამოუძიებელი ინციდენტების სახით, რა თქმა უნდა ასეთი გარემოს შექმნას ხელს უშლის.“

 

503 Service Unavailable

Service Unavailable

The server is temporarily unable to service your request due to maintenance downtime or capacity problems. Please try again later.