გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:46 / 26 იანვარი 2017

სალომე სამადაშვილი EPP-ის პრეზიდენტს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჟოზეფ დოულს შეხვდა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და უვიზო მიმოსვლის პერპსექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ EPP-ის დეპუტაცია მხარს დაუჭერს ევროპარლამენტში მომავალ კვირას დაგეგმილ კენჭისყრას, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედებას შეეხება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მე-7 ყრილობასა და სამოქმედო გეგმებზე უსაუბრეს.  

ევროპის სახალხო პარტია ენმ- ძლიერი პარტნიორი იქნება პარტიაში განსახორციელებ რეფორმების და განახლების პროცესში.