გაზიარება
UNM UNM
მედია - 19:49 / 7 ივნისი 2016

საკრებულოს წევრებმა ჟურნალისტ უფლებები შეუზღუდეს

2016 წლის  7 ივნისს დედოფლისწყაროში  საკრებულოს სხდომა  გაიმართა. საკრებულოს სხდომას საინფორმაციო სააგენტოს  ჟურნალისტი გიორგი რობიტაშვილი ესწრებოდა. ,,allmedias’’  ჟურნალისტმა წარმოადგინა  შესაბამისი დოკუმენტაცია და შეიტანა საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე განცხადება, რის შემდეგაც შეუდგა სხდომაზე ვიდეო გადაღებას. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ჯავახიშვილმა   ჟურნალისტს მიმართა, რომ მათ არ სურადთ გადაეღო სხდომა  შეეწყვიტა  სამუშაო პროცესი და საკრებულოს სხდომის დროს კენჭისყრაზე დააყენა ჟურნალისტის დასწრების და სხდომის გადაღება არ გადაღების საკითხი. კენჭისყრის შედეგად მიღებული ხმების რაოდენობით ჟურნალისტს აუკრძალეს მუშაობის გაგრძელება, რის შემდეგაც საკრებულოს  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’  წევრების მხრიდან მოჰყვა პროტესტი და ჯავახიშვილს მიუთითეს ჟურნალისტის უფლებების მიზანმიმართულ დარღვევაში. როგორც სხდომის შემდეგ ,,allmedia” - სთან  საუბრისას  ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’  საკრებულოს წევრმა ლევან ბაღაშვილმა ჟურნალისტის სამუშაო პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით განგვიცხადა. ,, ის ფაქტი რომ დედოფლისწყაროს ჩინოვნიკები არ უშვებენ შესაძლებლობას გასაჯაროვდეს საკრებულოს სხდომა, მიუთითებს დაუსჯელობის სინდრომზე, კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგებაზე და შიშზე, რომ არ გასაჯაროვდეს მათ მიერ უგუნურად დაშვებული შეცდომები. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დედოფლისწყაროს საკრებულო ყველანაირ ხერხს ხმარობს შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა. მე მოვუწოდებ მედიის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოიჩინონ  მაქსიმალური ყურადღება  და დააკვირდნენ დედოფლისწყაროში საკრებულოს სხდომებს.’’  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ საკრებულოს წევრების გარდა პროტესტი არ გამოუხატავს არავის.