გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:47 / 2 თებერვალი 2017

საკრებულოს წევრებმა 10 წლის ავადმყოფი გოგონა მოინახულეს

დღეს, 2 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერებმა და საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევბრებმა" სოფელ რუხში, ვალერიანე ნაჭყებიას ოჯახი მოინახულეს და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს.
ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ცხოვრობს, 10 წლის ლიზი ნაჭყებიას აქვს ძვლის ტვინის სიმსივნე, ოჯახს არ აქვს საშუალება მედიკამენტების შესაძენად, სოციალური დახმარება მოუხსნეს, შეშითა და საჭმელი პროდუქტებით მეზობლები ეხმარებიან, გარდა ამისა გაზი რომელიც ოჯახს შეყვანილი ჰყავდა და ეტაპობრივად იხდიდნენ ჩაუჭრეს და სასამართლო დავის საგნად იქცა.
ოჯახი დახმარებას ითხოვს, ნაცინალური მოძრაობის წევრები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მოახდინონ დროული რეაგირება და ოჯახს რომელსაც ზამთარში გაყინვის საფრთხე ემუქრება მიაქციონ შესაბამისი ყურადღება.