გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:06 / 3 მაისი 2016

საკანონმდებლო მაქინაციები ფოთში

ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკანონმდებლო მაქინაციებით ცდილობენ, თავიანთი არაკანონიერი საქმიანობის და იმ ზარალის გადაფარვას, რომელიც მათი საქმიანობიდან გამომდნარე ფოთის ბიუჯეტს ელოდება. საქმე ეხება ფოთის მერიის სამსახურებიდან 2012 წლის შემდეგ განთავისუფლებულ საჯარო მოხელეებს რომლებმაც ადგილობრივ ხელისუფლებას უჩივლეს და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დადგინდა, რომ მათი სამსახურებიდან დათხოვნა არაკანონიერი იყო და ადგილბრივი თვიმმართველობა ვალდებულია, აღნიშნული ადამიანები აღადგინოს განთავისუფლებამდელ პოზიციებზე და ამასთანავე მათ გადაუხაოს კომპენსაცია, რომელიც დაახლოებით 100 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია ის, რომ ხელისუფლების წარმმადგენლები ნაცვლად იმისა, აღიარებდნენ დაშვებულ შეცდომებს და ასრულებდნენ სასართლოს გადაწყვეტილებას, ისინი ქართული ოცნების დაახლოებული საკრებულოს წევრების მხარდაჭერით აუქმებენ იმ შტატებს, სადაც სასამათლოს გადაწყვეტლების შედეგად კვლავ უნდა დასაქმდნენ უკანონოდ განთავისუფლებული ადამიანები. აღიშნული ქმედებები ცხადყოფს იმას, რომ ფოთის ყავს ხელისუფლება, რომელიც დევნის საჯარო მოხელეებს, ქალაქს აყენებს საკმაოდ დიდ ფინანსურ ზარას და ყოველივე ამის გადასაფარად იყენებენ თანამდებობრივ ძალაუფლებას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ფოთის საკრებულოს წევრის გიორგი შამუგიას განცხადებით, საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიცვალა მხოლოდ კონკრეტული შტატების დასახელება და სხვა არანაირი შინაარსობრივი ცვლილება არ მომხდარა.http://rustavi2.com/ka/news/45812