გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:00 / 12 ივლისი 2016

საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოფელ პატარძეულის მოსახლეობას შეხვდა

საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოფელ პატარძეულის მოსახლეობას შეხვდა. 
ხალხი გაწბილებულია დღეს მოქმედი ხელისუფლებით და ამბობენ, რომ გარიყულად გძნობენ თავს ყოველგვარი ყურადღებისგან. ვინაიდან არანაირი დახმარება არ მიუღიათ სეტყვისგან დაზარალებულებს, მრავალი თხოვნის მიუხედავად გარე განათება არ გაკეთდა, ასევე არ დაგებულა გზა, რომელიც არც თუ ისე დიდ თანხასთან არის დაკავშირებული და კიდევ მრავალი მსგავსი პრობლემა, რომლითაც არც კი დაინტერესებულა ადგილობრივი გამგეობა. 
ზურაბ ჭიაბერაშვილი გამარჯვების შემთხვევაში ყველა ზემოხსენებული პრობლემის მოგვარებას დაპირდა მოსახლეობას.